კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში დღეს მარიკა მამალაძის წიგნის - „ესკობარი მზესთან“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ლიტერატურული სააგენტო „უსტარიდან“ აცნობეს, რომანი „ესკობარი მზესთან“ ახალგაზრდა ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია. 
რომანი ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოები ნარკობარონის ცხოვრების მძიმე ეპიზოდებით გადატვირთული არ არის. 
წიგნი „უსტარის“ მიერაა გამოცემული.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       