„თბილისი Newcomers 2012“-ის ლაივ შოუ 26 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისი Newcomers 2012“-ის ლაივ შოუ 26 ოქტომბერს გაიმართება
18:46 22.10.2012
ყოველწლიური მუსიკალური პროექტი „თბილისი Newcomers“ 26 ოქტომბერს რკინის დარბაზში (რკინიგზელთა სასახლე) ჩატარდება.

როგორც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პროექტში მონაწილეობას 10 ახალბედა მუსიკალური ჯგუფი მიიღებს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, „თბილისი Newcomers“ სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის მუსიკოსებს აერთიანებს, რაც შოუს უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

პროექტის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ჯგუფებიდან ლაივ შოუქეისზე მოსასმენად 20 ბენდი შეირჩა, 19 არტისტი კი, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა - არჩილ გულედანმა, ბექა ჯაფარიძემ, ვახო ბაბუნაშვილმა აარჩიეს. ერთი ჯგუფი ხალხის რჩეული სოციალურ ქსელებში ე.წ. like-ების საშუალებით გახდა.

ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, „თბილისი Newcomers“ პირველად 2009 წელს ჩატარდა. ოთხი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა მუსიკოსმა გამოთქვა.


ბეჭდვა