კომპანია „თელასის“ თანამშრომლები, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, 25 ოქტომბრიდან ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ დღეს კომპანიის წინ გამართულ აქციაზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.  
მისი თქმით, აქციაზე წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა „თელასის“ ხელმძღვანელობას სწორედ 25 აგვისტომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები განახლდება. 
კომპანია „თელასის“ ცენტრალური ოფისის წინ „თელასის“ პროფკავშირის წარმომადგენლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი „თელასის“ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომას, სამსახურიდან დათხოვნილი 125 თანამშრომლის  კომპანიაში დაბრუნებას, ხელფასების ზრდას და კუთვნილი პრემიების მიღებას ითხოვენ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       