ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ბათუმში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის მიზანი საზოგადოებისთვის ბიომრავალფეროვნების შესახებ თანამედროვე საერთაშორისო მიდგომების გაცნობა და მსოფლიოს ეკოსისტემების ახალი მიმართულებების ათვისებაა.
კონფერენცია გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით იოსელიანმა გახსნა.
"შეხვედრა ეხება ბიოლოგიური მრავალფეროვნების ეკონომიკურ შეფასებას, რომლის მთავარი მიზანი ეკოსისტემების დაზინების გადაანგარიშება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი ღონისძიებების დაგეგმვაა"- განაცხადა იოსელიანმა.
კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტები, რეგიონის ფინანსური და გარემოსდაცვითი სახელმწიფო ორგანიზაციების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
