თსუ-ში სემინარი - „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ გაიმართება
თსუ-ში სემინარი - „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ გაიმართება
09:31 22.10.2012
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვედური ორგანიზაცია „The International Programme Office for Education and Training“ და ტემპუსის ეროვნული ოფისი საქართველოში საერთაშორისო საინფორმაციო სემინარს ჩაატარებს.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, სემინარის სახელწოდებაა „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ და მისი მიზანია ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

სემინარში ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ბეჭდვა