თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
09:25 22.10.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე დაბა წყნეთს, კერძოდ ჯავახიშვილის, კოსტავას, ჩოლოყაშვილის და ქეთევან წამებულის ქუჩებს გაეთიშება.

ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII და IX კვარტლებს, გლდანის II და „ა“ მიკრორაიონებს, ბაღნარის, ჩიქვანაიას და ანდრონიკაშვილის ქუჩებს შეეზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ბოტანიკის, აბანოს, გორგასლის, ბერძნის, კალანდაძის და ნადიკვრის ქუჩებს, ასევე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს შეეხება.

ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე ნუცუბიძის II მიკრორაიონს, ნუცუბიძის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლებას, ვარკეთილის მასივის V მიკრორაიონს და შორაპნის ქუჩას არ მიეწოდება.

10-დან 18:00 საათამდე შუქი მოლითის, თორნიკე ერისთავის, სვანეთის, ლეჩხუმის და ცინცაძის ქუჩებს გაეთიშება.

ელექტროენერგია 11-დან 16:00 საათამდე წერეთლის გამზირის და ხოშარაულის ქუჩას, აღმაშენებლის მე-12, მე-13 კილომეტრს და აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას, ქეთევან წამებულის გამზირს, აწყურის და შორაპნის ქუჩებს შეეზღუდება.

ბეჭდვა