ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვედური ორგანიზაცია „The International Programme Office for Education and Training“ და
ტემპუსის ეროვნული ოფისი საქართველოში საერთაშორისო საინფორმაციო სემინარს ხვალ ჩაატარებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, სემინარის სახელწოდებაა „შვედეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში“ და მისი მიზანია ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ლინეუს-პალმეს პროგრამების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
სემინარში ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
