საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 14.10.2012 – 21.10.2012  პერიოდში  ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 
დედაქალაქში დაბრუნებას მხარს 82.7% უჭერს.
კითხვაზე  - „სად უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება საქართველოს პარლამენტმა“, გამოკითხვის მონაწილეთა 82.7%-მა უპასუხა, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება თბილისში უნდა გააგრძელოს, 14.8% მიიჩნევს, რომ ის ქუთაისში უნდა ფუნქციონირებდეს.
ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 2.5% მიიჩნევს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თუ სად იფუნქციონირებს პარლამენტი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“გამოკითხვის შემდეგი თემა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეხება, კითხვით - „გამოხატავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად საზოგადოების ინტერესს?“
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       