ქუთაისში, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პაატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი ქუთაისში რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრა. 
პარლამენტის პირველ სხდომას ასევე, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიწვეული სტუმრის სტატუსით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დაესწრებიან. დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
სხდომაზე ასევე, მიწვეული არიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში 13:00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       