საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ ლილი ნუცუბიძის საიუბილეო საღამო გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ ლილი ნუცუბიძის საიუბილეო საღამო გაიმართება
18:12 20.10.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხვალ პოეტ ლილი ნუცუბიძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საღამოს პოეტის მეგობრები და ნათესავები დაესწრებიან.

ღონისძიებაში სასკოლო თეატრალური ფესტივალ წინწკლების „N-ოვაციის“ მონაწილეები, კომპოზიტორები - მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკა კვალიაშვილი, ჩოხოსანთა ფოლკლორული ანსამბლი და ანსამბლი „მუხამბაზი“ მიიღებენ მონაწილეობას.

საიუბილეო საღამო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

ბეჭდვა