რუსთავის საპატიო მოქალაქის სტატუსი შვიდ ადამიანს მიანიჭეს
რუსთავის საპატიო მოქალაქის სტატუსი შვიდ ადამიანს მიანიჭეს
17:36 20.10.2012
რუსთავის თეატრში რამდენიმე წუთის წინ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

როგორც „ნიუსპრესს“ რუსთავის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საპატიო რუსთაველის სტატუსი შვიდ ადამიანს მიენიჭა.

რუსთავის საპატიო მოქალაქის სტატუსი გადაეცა ვარლამ კილასონიას -სამწვრთნელო კარიერაში შეტანილი წვლილისთვის, მერაბ მუმლაძეს -დამსახურებულ მეტალურგს, ნანული ლურსმანაშვილსა და მარინა გულაშვილს - ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის, ექიმებს - ბელა ენუქიძესა და მანანა მოდებაძეს - ჯანდაცვის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის და ნინო ბასილაშვილს - რუსთავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

დაჯილდოების ცერემონია რუსთავის თეატრში გაიმართა. საპატიო მოქალაქეებს ჯილდოები ქალაქის მთავრობამ გადასცა. ღონისძიებას ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი დაასრულებს.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება რუსთავქალაქობის ფარგლებში გაიმართა.



ბეჭდვა