გლდანში წყლის მილის დაზიანების გამო საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
გლდანში წყლის მილის დაზიანების გამო საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
15:51 20.10.2012
გლდანის რაიონში, ხარაძის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენიდან დაღვრილმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. წყალი ქუჩაზე მდებარე საამქროებსა და სასაწყობე ფართებშიც შევიდა.

ადგილობრივები დახმარებასა და ზარალის ანაზღურებას ითხოვენ.

დილიდან ადგილზე კომპანია „თბილისის წყლისა“ და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. სახლების სარდაფებიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.

„თბილისის წყალში“ აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ მოსახლეობიდან შესულ მიმართვებს სპეციალური კომისია შეისწავლის, რის საფუძველზეც დანაკარგის კომპენსირება მოხდება.


ბეჭდვა