რეპერ ბერა ივანიშვილის თბილისური სოლო კონცერტი დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგება. 
ამის შესახებ მომღერალი თავის გვერდზე Facebook-ში იტყობინება. 
რეპერის თქმით, სოლო კონცერტი დედაქალაქში წინასაარჩევნოდ  სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე გადაიდო.
კონცერტი 20.00 საათზე  დაიწყება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       