კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი“ გასულ კვირას ტრანსპორტის პროფკავშირების განცხადებას გამოეხმაურა და მიკროავტობუსების ტექნიკური მომსახურების გაიაფების შესახებ განაცხადა.
განცხადების თანახმად, მძღოლების ის ნაწილი, ვისთვისაც ,,ფორდის“ ცენტრის ფასები და მომსახურება მისაღები იყო, აღნიშნულ სერვის-ცენტრში დარჩება და სერვისს „ფორდის“ საგარანტიო მომსახურების ქვეშ მიიღებს, ხოლო მძღოლებს, რომლებიც მიკროავტობუსების  საგარანტიო მომსახურებიდან მოხსნას გადაწყვეტენ, საშუალება ექნებათ მიკროავტობუსების მიმდინარე სერვისი და შეკეთება ,,თბილისის მიკროავრტობუსის“ მიერ მითითებულ სხვა, გაცილებით უფრო დაბალფასიან სერვის ცენტრში აწარმოონ. 
 
კომპანია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ფასებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგა და აღნიშნულის შესახებ მძღოლებისთვის უკვე ცნობილია. „თბილისის მიკროავტობუსის“ განმარტებით, მომსახურებაზე გაიაფების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 50%-დე  შეადგენს.							
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       