პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
მილოცვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
მილოცვაში აღნიშნულია, რომ გიგა ლორთქიფანიძის სახელს ვრცელი და მრავალფეროვანი შემოქმედება უკავშირდება, თუმცა, არანაკლებ დასაფასებელია მისი სწორი მოქალაქეობრივი ხედვა და პოზიცია.
„ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის მფლობელს გიგა ლორთქიფანიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს მე და ჩემი ოჯახი! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“ - ნათქვამია მილოცვაში.
