აფბა საავადმყოფოების დახურვის პროცესის შეჩერებას ითხოვს
აფბა საავადმყოფოების დახურვის პროცესის შეჩერებას ითხოვს
16:35 06.03.2012
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ხელისუფლებას სახელმწიფო საავადმყოფოების დახურვის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.  

"მოსახლეობას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს - სახელმწიფო საავადმყოფოში იმკურნალოს იაფად თუ ახლადგახსნილ კლინიკაში წავიდეს და ძვირი გადაიხადოს. ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობა სადაზღვევო სექტორს გადააბაროს, რაც ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს უფრო დაამძიმებს", - აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით, ხელისუფლებამ სადაზღვევო კომპანიები რეგიონებში მონოპოლისტებად ჩამოაყალიბა. შესაბამისად, კერძო კლინიკებს ჰოსპიტალურ მომსახურებაზე ფასების დაწესების თავისუფლება მიეცათ.

გარდა ამისა, ასოციაცია საავადმყოფოების დახურვასა და ამის გამო სამედიცინო პერსონალის უმუშევრობის პრობლემაზე საუბრობს.

"ბორჯომში სამი სახის ჰოსპიტალური დაწესებულება ფუნქციონირებდა, სადაც 900 თანამშრომელი მუშაობდა. კერძო საავადმყოფოს აშენების შემდგომ კი, სამივე მათგანი უნდა დაიხუროს და ყველა სახის მომსახურებამ ერთ დაწესებულებაში გადაინაცვლოს. შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობა 300-მდე შემცირება", - აცხადებენ ასოციაციაში.

ბეჭდვა