თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტიდან მიდის
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტიდან მიდის
10:32 19.10.2012
შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე უნივერსიტეტიდან მიდის, თუმცა, კულტურის სამინისტროს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების სამართლიანობის შესწავლას სთხოვს.

როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობას ოფიციალურად მომავალ კვირას დატოვებს.

აკადემიური საბჭო გუშინ უნივერისტეტში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი აირჩია.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა ნოშრევან ჩხაიძის გადარჩევის საკითხს მხარი 17 ოქტომბერს დაუჭირეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, ჩხაიძეს უფლებამოსილება საბჭოს ექვსივე წევრმა შეუჩერა.

როგორც აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აცხადებენ, 23 აგვისტოს ჩატარებულ რექტორის არჩევნებზე ნოშრევან ჩხაიძე უკანონოდ შემუშავებული წესდებით აირჩიეს, შესაბამისად, ისინი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პროტესტი სტუდენტებმაც გამოხატეს. მათ რუსთაველის გამზირი 5 წუთით გადაკეტეს.

ბეჭდვა