თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის
შეწყვეტის მიზეზი ხევძმარის დასახლებაში, ლეკიშვილის ქუჩაზე გამავალი წყალდენის მონაკვეთის დაზიანებაა.
ამ მიზნით, წყალი დღეს 11:00-დან 24:00 საათამდე ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, გუდამაყრის, ბუაჩიძის, ჩარგლის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, იმერეთის, ზედაზენის, ზაზიშვილის, გედევანიშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ბუხაიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს არ ექნება.
წყალმომარაგება ასევე, სანზონის კორპუსებს, კუკიისა და ელიას დასახლებებს, ლოტკინისა და ავლაბრის ნაწილს და პირველ სამშობიარო კლინიკას შეუწყდება.
