ტრანსპლანტოლოგიის საკითხში საქართველომ შესაძლოა, ბელორუსის გამოცდილება გაიზაროს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა დღეს, ბელორუსის ჯანდაცვის მინისტრ ვასილ ჟარკოსთან შეხვედის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში წერეთელმა აღნიშნა, რომ ბელორუსში ორგანოების ტრანსპლაციისა და დონორებთან მიმართებაში საკანონმდებლო ბაზა დახვეწილია და მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ.
წერეთელის თქმით,ბელორუსულ მხარესთან თანამშრომლობა ონკოლოგიური მიმართულებითაც იგეგმება.
ვიცე–სპიკერის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში სასწავლო ცენტრები შეიქმნას, რომლებშიც ქართველ სპეციალისტებს ბელორუსი ექსპერტები გადაამზადებენ.
