თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
19:00 18.10.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.

როგორს „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16:00 საათამდე დიღმის მასივის V კვარტალს, ვარკეთილის მასივის VII, VIII, IX კვარტლებს და კალოუბნის ქუჩას, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონებს, გლდანის IIIა მიკრორაიონს, ილორის, სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩას გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10-დან 17:00 საათამდე ქეთევან წამებულის გამზირს, შირაქის და ვაზისუბნის დასახლებას, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირებს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონს, ატენის და ქავთარაძის ქუჩებს, გლდანის I მიკრორაიონს არ მიეწოდება.

10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია ინგოროყვას, ჩაიკოვსკის, იაშვილის და ჭონქაძის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, გვაზაურის, ერწოს და ქვიშხეთის ქუჩებს, ასევე, საბურთალოს და საირმის ქუჩებს გაეთიშება.


ბეჭდვა