პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი საქართველო” და თავისუფალი პროფკავშირი - „სოლიდარობა2-” ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ.
პარტია და ორგანიზაცია ე.წ „პატარიძის მაღაროს“ თანამშრომელთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და მაღაროს მფლობელი კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის’’-ის ხელმძღვალეობას მათი პრობლემების დაუყონებლივ შესრულებას სთხოვენ.
ჭიაუთრაში მაღაროელთა გაფიცვა უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. გაფიცულებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ - სამუშაო პირობების გაუმჯობესება და არსებული ხელფასის 100%-ით გაზრდა; კვების პირობების მოუწესრიგება; უსაფრთხოების წესების დაცვა, შვებულების ხანგრძლივობის ზრდა და სამედიცინო დაზღვევა.
