თბილისის განვითარების ფონდს დავით ავალიანი უხელმძღვანელებს
თბილისის განვითარების ფონდს დავით ავალიანი უხელმძღვანელებს
14:17 18.10.2012
ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მერიის ინფორმაციით, ყველა პროექტი, რომელიც ფონდს ჰქონდა დაწყებული, აუცილებად დასრულდება.

ავალიანის განცხადებით, ბოლო დღეებში ამ ფონდის გაშემო გარკვეული ვნაბათაღელვა იყო.

„მინდა დავამშვიდო ყველა ოჯახი, რომელიც ქირით არის გაყვანილი, რომ ყველა საქმე, რომელიც ფონდს დაწყებული აქვს, აუცილებად დასრულდება. ჯერ დასრულდება დაწყებული პროექტები, ხოლო მომავალ წლებში რა და როგორ იქნება, დაიწყება თუ არა ახალი პროექტები, ამას ბიუჯეტის მიხედვით გადავწყვეტთ" - განაცხადა მან.

მისი თქმით, თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

დავით ავალიანმა თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი საბანაძე შეცვალა.

ბეჭდვა