საქართველოში ემიგრანტების ჯგუფი დაბრუნდა
საქართველოში ემიგრანტების ჯგუფი დაბრუნდა
11:04 18.10.2012
საქართველოში ემიგრანტთა 7 კაციანი ჯფუფი დაბრუნდა. ბელგიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, თურქეთსა და აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოვიდნენ.

როგორც ემიგრაციიდან დაბრუნებულებმა განაცხადეს, მათ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლამ უბიძგა.

მათი თქმით, საქართველო სააკაშვილის რეჟიმის გამო დატოვეს, დღეს კი, ვითარება შეიცვალა და ქვეყანას ახალი ხელისუფლება ჰყავს.

„საქართველოში გაჩნდა იმედი, რომელსაც ჩვენ ჩამოვყევით“-განაცხადეს მათ.

საქართველოში დაბრუნებულები იმედოვნებენ, რომ მათ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.

როგორც ყოფილმა ემიგრანტებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში არაერთი ქართველი გეგმავს დაბრუნებას. საქართველოში დაბრუნებულები სპეციალური ფონდის შექმნას გეგმავენ, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება.


ბეჭდვა