„რეალ ტივის“ ახალი მფლობელი „ობიექტივის“ დამფუძნებელი გახდა
„რეალ ტივის“ ახალი მფლობელი „ობიექტივის“ დამფუძნებელი გახდა
10:57 18.10.2012
„რეალ ტივის“ ახალი მფლობელი ჰყავს, რომელმაც ტელეკომპანია 30 ათას ლარად შეიძინა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „რეალ ტივის“ ერთპიროვნული მფლობელი ლალი ეგაძე გახდა. 16 ოქტომბრამდე ტელეკომპანიის 100%-ს ლია დოლიძე ფლობდა.

www.media.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის ახალი მეპატრონე ამავდროულად სამკაულების მაღაზიას და შპს „ზე-ლოს“ ფლობს. ეგაძე, ასევე, ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელია.

„რეალ ტივი-“ში საინფორმაციო გამოშვებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეწყდა.

ბეჭდვა