თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
09:22 18.10.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთის ნაწილს და სოფელ ზურგოვანში „ამერიკულ სოფელს“ გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე გლდანის VIII მიკრორაიონს, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, რუსთავის გზატკეცილს, სადგურის და მიმდებარე ქუჩებს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ყაზბეგისა და ქეთევან წამებულის გამზირების ნაწილს, კახეთის შესახვევს, ბოგდან ხმელნიცკის, რუსუდანის, ნარგიზის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის VII მიკრორაიონის ნაწილს შეეზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს, ასევე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის ნაწილს შეეხება.

10-დან 18:00 საათამდე კი, შუქი სააკაძის, ცინცაძის, დავით ჭიჭინაძის, ერწოს, იმერეთის, ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, ჭყონდიდელის, საყვირის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

ელექტროენერგია 11-დან 16:00 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს, მირცხულავას, წყალტუბოს, აგლაძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.


ბეჭდვა