ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის გადაბარების პროცესის დასრულებამდე, მუშობას წყვეტს.
ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერით რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პატარკაცისვილის ოჯახის წევრებმა ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „იმედის“ ახალი მენეჯმენტი განმარტავს, რომ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ პირდაპირ ეთერში უახლოეს მომავალში, გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაბრუნდება.
ტელეკომპანია პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ბადრი პატრკაციშვილის, მეუღლე, შვილები და დები დღეს „იმედში“ იმყოფებოდნენ და აღნიშნეს, რომ ყველაპერი კათდება იმისთვის, რომ იგი მაღალპროფესიული და ობიექტური არხი იყოს. ამასთან, მათი თქმით, შეიცვლება არხის საკადრო პოლიტიკა.
