პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, „იმედის“ საკადრო პოლიტიკა შეიცვლება
პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, „იმედის“ საკადრო პოლიტიკა შეიცვლება
14:26 17.10.2012
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებსა და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს შორის შეხვედრა უკვე დასრულდა.

შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს და დებს არხზე მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ტელე-რადიო კომპანია „იმედის“ უკვე ყოფილმა დირექტორმა გიორგი არველაძემ მიაწოდა.

მათი განცხადებით, გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ, არხის საკადრო პოლიტიკა შეიცვლება.

პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის განცხადებით, მათთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი მარტო სიტყვები არ არის.

„აღნიშნულ საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდგებით. შევეცდებით ძალიან ობიექტურები ვიყოთ და ყველა საკითხი მშვიდობიანად და ობიექტურად გადავწყვიტოთ. იმედი მაქვს, ამ არხს ისევ დაბალანსებულს და თავისუფალს გავხდით“ - აღნიშნა მან.

ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია. „იმედის“ მართვას ოჯახი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ბეჭდვა