„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" მომხმარებლებს ნორმატიულ აქტებსა და მის ნაწილებთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და
კომენტარების დატოვების შესაძლებლობას სთავაზობს.
რეგისტრირებულ მომხმარებლებს მოსაზრებებისა და კომენტარების დატოვება, დღეიდან საიტის ვებგვრდზე www.matsne.gov.ge შეუძლიათ.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, „საკანონმდებლო მაცნეს" მომხმარებლებისთვის უკვე დაფიქსირებული მოსაზრება ხელმისაწვდომი იქნება.
სიახლე ყველა დაინტერსებულ პირს ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმის შესახებ გამოთქმული აზრის, შეხედულებებისა და მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
