ტელეკომპანია „იმედი“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
„იმედმა“ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახსა და „იმედის“ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.
„ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისთვის ტელეკომპანიის გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისმხევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის მიერ ტელეკომპანიის დატოვებასთან დაკავიშრებით.
„იმედი“ პატრაკაციშვილების ოჯახს ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ჩამოერთვა.
