თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე
დიმიტრი ამილახვრის, ილია ჭავჭავაძის, სულხან-საბას და არსენას ქუჩებს გაეთიშება.
ელენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირების ნაწილს, ცაბაძის ქუჩას, მუხიანის II მიკრორაიონს, გორგასლის და კრწანისის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ვაზისუბნის დასახლებას, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, ფაბრიციუსის და შანდორ პეტეფის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას შეეზღუდება.
შუქი ასევე, 10-დან 18:00 საათამდე გურამიშვილის გამზირს, თემქის დასახლების IV, X კვარტლების, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩებს, ბახტრიონის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 12-დან 13:00 საათამდე შავთელის, ჩახრუხაძის, ღამბაშიძის, კათალიკოსის, ყავლაშვილის, გორგასლის, ნაკაშიძის და გულიას ქუჩებს არ მიეწოდება.
