მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
17:49 16.10.2012
გერმანიის მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს იურგენ ბაზედოვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

ამის შესახებ "ნიუსპრესს" თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

ამასთან, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით და ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თემაზე - ,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით" საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

კონფერენციაზე მიწვეული არიან ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.


ბეჭდვა