გიორგი მარგველაშვილის თქმით, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გადახედვას საჭიროებს
გიორგი მარგველაშვილის თქმით, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გადახედვას საჭიროებს
12:55 16.10.2012
განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი განათლების სისტემაში მანდატურის ინსტიტუტის საკითხიწ გადახედვას გეგმავს.

მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი დათრგუნვის მექანიზმი იყო, თუმცა, მან სკოლებში გარკვეული პრობლემების მოგვარებაც შეძლო.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მსგავსი სისტემა უნდა იყოს თავისუფლებაზე ორიენტირებული და არ ემსახურებოდეს დათრგუნვას.

ამასთან, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, გადაიხედება საგამოცდო სისტემაც, თუმცა, ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, რათა აბიტურიენტებს სიტუაციაში გარკვევის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

განათლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, სისტემა მაქსიმალურად ღია იქნება.

„სასურველი იქნება, თუკი სისტემაში არსებულ ცვლილებებსა და მიმართულებებზე აგიტაცია განხორციელდება და გაკეთდება კლიპები ინფორმაციის გასავრცელებლად. ერთია გამოხვიდე და თქვა, რომ სისტემაში რაღაც იგეგმება, მეორეა, რომ ეს დეტალურად აუხსნა საზოგადოებას“-განაცხადა მარგველაშვილმა.


ბეჭდვა