„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის შედეგებს წარადგენს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის შედეგებს წარადგენს
09:36 16.10.2012
სარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებს წარადგენს.

მედიამონიტორინგი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების ტენდენციებს შეეხება.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, რომელსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები აკვირდებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „კავკასიის“, „მაესტროს“ და „მე-9 არხის“ ეთერით გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს.

ბეჭდვა