თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
09:25 16.10.2012
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლებას, გოძიაშვილის, დიმიტრი ამილახვრის, 9 აპრილისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებს, სოფელ ზურგოვანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრებს გაეთიშება.

ელექტროენერგია 10-დან 16 საათამდე მუხიანის II, IVა და IVბ მიკრორაიონებს და რუსთავის გზატკეცილს არ მიეწოდება.

10-დან 17 საათამდე კი, ელექტრომომარაგება გლდანის ხევის დასახლებას, მაისურაძის ქუჩას, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს, ქეთევან წამებულის, ლაგოდეხისა და ფაღავას ქუჩებს შეეზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა–ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩებს შეეხება.

შუქი 10-დან 18:00 საათამდე ჯავის, კოკინაკის, იმერეთის, სტურუას, ხუდადოვისა და კელაპტრიშვილის ქუჩებს, მოსკოვის გამზირს და ლილოს დასახლებას გაეთიშება.

ენერგომომარაგება 11-დან 16:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირს, ცაბაძის ქუჩას, პეკინის გამზირს, შარტავას, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებს შეუწყდება.

ბეჭდვა