ძველი თბილისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
ძველი თბილისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა
12:55 06.03.2012
ძველი თბილისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კონკრეტულად შეზღუდულია გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ენერგომომარაგება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასში" განუცხადეს, გათიშვის მიზეზი ლოკალური ავარია გახდა, რომლის აღმოფხვრაზე კომპანიის სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგება დაახლოებით ორ საათში განახლდება.

გამომდინარე იქიდან , რომ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მისი მუშაობა შეფერხებულია და საიტის (www.newspress.ge) განახლება შეზღუდული ენერგორესურსით, ასევე შეფერხებით ხორციელდება.

ბეჭდვა