შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე აცხადებს,
რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს რექტორის არჩევნები კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე ჩატარდა.
მისი თქმით, წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელიც წესდებას აპროტესტებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა.
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც ყველანი დავემორჩილებით, რადგან კანონი უზენაესია’’ - განაცხადა ჩხაიძემ.
უნივესიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, რომელიც 23 აგვისტოს ჩატარდა უკანონოა. საბჭო განმარტავს, რომ რექტორის არჩევა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ შემუშავებული წესდების საფუძველზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, წესდება კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, უცნობი ორგანოს მიერ შემუშავებული წესდებით ჩატარდა. ისინი რექტორის არჩევნების შედეგების გაქუმებას მოითხოვენ.
