თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „ცენტროლიტი” სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება აგრეთვე გლდანის IIIა და V მიკრორაიონის, ხანძთელის და სხვიტორის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი - გლდანის ხევსა და კაჭარავას ქუჩას.
სარემონტო სამუშაოების გამო ხვლავე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე სამგორში წმინდა ბარბარეს და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს შუქი გაეთიშებათ. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი, ელექტროენერიგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ცოტნე დადიანის და ღრმაღელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ დიდუბის რაიონში ბათუმის ქუჩისა და კრწანისში, გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე შუქი გაეთიშება მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც - სოფელ ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.
