რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
14:55 14.10.2012
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

დღეს დილით საქართველოს ტერიტორიაზე 3,7 და 5,1 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დაფიქსირდა სოფლებში ულიანოვკასა და ერისიმედში.


ბეჭდვა