დღეს გიორგი ლეონიძისადმი მიძღვილი საღამო გაიმართება
დღეს გიორგი ლეონიძისადმი მიძღვილი საღამო გაიმართება
12:02 14.10.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში დღეს, ქართველი მწერლის გიორგი ლეონიძისადმი მიძღვილი საღამო გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საღამოს დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გაუძღვება.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

გარდა ამისა, 17 ოქტომბერს, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პოეტ ნინო ქუთათელაძის ახალი კრებულის - „ლექსები, პოემები“ წარდგინება გაიმართება, ხოლო 19 ოქტომბერს, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნის „იცნოს სოფელმან'' პრეზენტაცია.

წიგნში შესულია ცნობილ ადამიანთა წერილები, მილოცვები და მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილი ლექსები, ასევე მეუფის ინტერვიუები, ლექსები და წერილები.

ბეჭდვა