კონკურს „მერანი“-ის საორგანიზაციო ჯგუფი მონაწილეობის მსურველთა მასალების მიღებას აგრძელებს
კონკურს „მერანი“-ის საორგანიზაციო ჯგუფი მონაწილეობის მსურველთა მასალების მიღებას აგრძელებს
09:59 14.10.2012
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „მერანი“ საორგანიზაციო ჯგუფი კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მასალების მიღებას აგრძელებს.

კონკურსი „მერანი“ უკვე მეოთხე წელია თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ტარდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 35 წლამდე ახალგაზრდა პოეტებს. ჟიურის მიერ მოწონებული ნამუშევრები ყოველწლიურად კრებულში „მერანი" იბეჭდება.

კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ლექსების ავტორისთვის დაწესებულია პირველი პრემია - 1000 ლარის ოდენობით და ოთხი წამახალისებელი პრემია - 500-500 ლარის ოდენობით. მასალების მიღების ბოლო დღეა 12 ნოემბერი. საზეიმო დაჯილდოება კი, 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს ჩატარდება. ჟიურის თავმჯდომარე ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია.

ბეჭდვა