„თბილისობის“ ფარგლებში აბანოთუბანში ხალხური რეწვის გამოფენა იმართება.
გამოფენის პარალელურად თბილისის უძველეს უბანში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.
გამოფენაზე დამთვალიერებელს ხალიჩების, ქართული თექის და თიხის ჭურჭლის დათვალიერება და შეძენა შეუძლია.
გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სამკაულები. ხელნაკეთი თოჯინები და ხალხური რევწვის ნიმუშები.
„თბილისობის“ ფარგლებში აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენა და კონცერტი საღამოს 19.00 საათამდე გაგრძელდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები ამ წუთებში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.
