პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ მიმდინარეობს
პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ მიმდინარეობს
14:05 06.10.2012
პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისობის“ ფარგლებში ბაზიერების შოუ მიმდინარეობს.

შოუში როგორც თბილისელი ასევე გურიიდან და სამეგრელოდან ჩამოსული ბაზიერები მონაწილეობენ.

გამოფენაში 10-მდე ბაზიერი მონაწილეობს. წარმოდგენილია მიმინო, ქორი, შევარდენი და არწივის სხვადასხვა სახეობები.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი „თბილისობის“ დღესასწაულში 2005 წლიდან მონაწილეობენ.

ბაზიერების შოუ 16.00 საათამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა