„თბილისობის“ ფარგლებში შარდენის ქუჩაზე ბამბისა და რკინის რიგში ხილის ფესტივალი იმართება.
ფესტივალზე სხვადასხვა სახეობის ხილია წარმოდგენილი, რომლის დაგემოვნებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ხილის ფესტივალთან დაკავშირებით გაიჭრა „თბილისობის“ დღესასწაულის ფრაგმენტებით გაფორმებული ტორტიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე კი პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები დ გათამაშებები მიმდინარეობს.
ფესტივალს მუსიკალური ბენდი აფორმებს.
