მეიდანზე ყურძნის დაწურვაში დედაქალაქის მერმა მიიღო მონაწილეობა
მეიდანზე ყურძნის დაწურვაში დედაქალაქის მერმა მიიღო მონაწილეობა
13:07 06.10.2012
სახალხო დღესასწაულ „თბილისობის“ ფარგლებში მეიდანზე საწნახელი მოეწყო.

ყურძნის დაწურვაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის უცხოელ სტუმრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გიგი უგულავამ ყურძნის დაწურვის შემდეგ თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და განვითარება უსურვა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თბილისთან დამეგობრებული ქალაქებიდან 100-მდე სტუმარია ჩამოსული.

მისი თქმით, ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია, რომლის ფარგლებშიც ყველას შეუძლია ემოციურად დადებითი მუხტი მიიღოს, ქალაქში გაისეირნოს და საკუთარი დედაქალაქის სილამაზით დატკბეს. უგულავას თქმით, თბილისის მერი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„გვაქვს უამრავი პროგრამა და პროექტი, რომლესაც ვახორციელებთ. ბუნებრივია ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და სწორედ, მათ მოგვარებაზე ვზრუნავთ. ასე, რომ მუშაობას გაასმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ“-განაცხადა უგულავამ.

ამ წუთებში მეიდანზე ქუთაისის ფოლკლორულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.

ბეჭდვა