დასავლეთ საქართველოში თოვა განახლდება
დასავლეთ საქართველოში თოვა განახლდება
12:41 06.03.2012
დასავლეთ საქართველოში თოვა დღეს დღის მეორე ნახევრიდან განახლდება. თუმცა, სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას არ პროგნოზირებენ.

როგორც "ნიუსპრესს" გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. საღამოს დედაქალაქში ქარის სიჩქარე საათში 20-25 მეტრ წამს მიაღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -19 გრადუსი ჯვრის უღელტეხილზე დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მატება არ არის ნავარაუდევი. ცვალებადი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ბეჭდვა