განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდი აამოქმედა.
ვებ-გვერდის პრეზენტაციას განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "შუმმერ ჟობ" ზაფხულის არდადეგებზე, კერძოდ, 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, ოცდახუთი ათასი სტუდენტის დასაქმება იგეგმება. თოთოეული დასაქმებული ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგრძელდება.
