„თბილისობის“ ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 13:00 საათზე საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გასული საუკუნის ერთჯერადი პერიოდიკის საარქივო მასალების გამოფენაა დაგეგმილი.
იმავე ადგილას, ასევე, 13:00 საათზე მულტიკულტურული საქართველო - ეროვნული უმცირესობების კულტურული წეს-ჩვეულებების ჩვენება შედგება.
17:00 საათზე მშრალ ხიდთან, მხატვრის ბაღში ცნობილი ქართველი მხატვრების უცნობი ფოტოების კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა, ხოლო კარგარეთელის #6-ში თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის განახლებული დარბაზების პრეზენტაცია გაიმართება.
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ დღეიდან, 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებებით კი, ძირითადად, თბილისის ძველი უბანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიტვირთება.
