„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვაკო ავალიანის განცხადებით,
ზუგდიდში მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, კოალიციის ზუგდიდის აქციას არანაირად არ უკავშირდება.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, გარდაცვლილი 3 წლის ბავშვი „ქართული ოცნების“ აქტივისტის შვილი იყო.
„კოალიციის აქტივისტი მიკროავტობუსში ადიოდა, ბავშვს ხელი გაუშვა, რა დროსაც პატარა უცებ თვალს მიეფარა და როგორც აღმოჩნდა მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა. ტრაგედია ტრანსპორტის დაძვრის დროს მოხდა“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, შემთხვევა აქციის დასრულების შემდეგ მოხდა და ის არ უკავშირდება აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას.
„არანაირი მოძრაობა აქ არ ყოფილა, რასაც სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს“- აცხადებენ პრესსამსახურში.
უბედური შემთხვევა ზუგდიდში ცოტა ხნის წინ მოხდა.
