დიდითოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გივი ქედელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სკოლებში სწავლის პროცესი გუშინ შეწყდა, რადგან თოვლის გამო მოსწავლეები სკოლამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.
ქედელიძის განცხადებით, ხულოს რაიონის სოფლებში ამჟამად თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს.
აჭარის მაღალმთიანეთში თოვა 12 მარტამდეა ნავარაუდევი.
