ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
10:35 06.03.2012
დიდთოვლობის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს,
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით დაიშვება.
რაც შეეხება ქვეყნის სხვა გზებს, ამ დროსთვის ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრასპორტისთვის თავისუფალია.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში ნალექი თოვლის სახით რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ბეჭდვა